პროექტგაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის გეგმა
22 აპრილი, 2013


გაკვეთილის მთავარი თემა
   Animals  Around Us (შემაჯამებელი გაკვეთილი)
   პროექტ-გაკვეთილი გაკეთება ორ ჯგუფში: ერთი  ჯგუფი იმუშავებს ცხოველებზე, მეორე - ფრინველებზე.
სწავლების საფეხური
პირველი საფეხური  ( მეექვსე კლასი)
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე. კლასში შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლე არ არის.





გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალურობა
1.მასწავლებლის მითითებებზე სწორი რეაგირება,ლექსიკური მარაგის გამდიდრება და გამოყენება, ნაცვალსახელების სწორად გამოყენება, ზედსართავი სახელებისა და არსებითი სახელების სწორად შეთანხმება, მოსმენის უნარ-ჩვევის განვითარება, ინტერაქცია უცხო ენაზე.
2.მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და დაინტერესება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით.
3.სლაიდების მიხედვით სურათებზე გამოხატული  ხმელეთის და წყლის ცხოველების  შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაცვლა. Word-ის ფაილში ძირითადი მონაცემების გადატანა მართლწერის და ორთოგრაფიის ნორმების დაცვით. PowerPoint-ში პრეზენტაციის გაკეთება.
4. შემოქმედებითი უნარის განვითარება, PowerPoint-ში პრეზენტაციის გაკეთება, PowerPoint-ში პრეზენტაციის გაკეთების, Word-ში მუშაობის და      email-ს გამოყენების უნარების განვითარება.
პრეზენტაციას ამზადებენ ორ ჯგუფში : გოგონები წყლის ცხოველებზე, ბიჭები - ხმელეთის ცხოველებზე, ჯერ ინდივიდუალურად ან წყვილებში, შემდეგ ჯგუფურად მუშაობით დაიხვეწება თითოეული პროექტი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები





1.მოსწავლე სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზეამოიცნობს ილუსტრაციით გადმოცემულ ინფორმაციას.
2.მოსწავლე კითხულობს მოძიებულ ინფორმაციას და იგებს მის შინაარსს, კითხულობს ხმამაღლა და გამართულად, იცავს უცხო ენისთვის დამახასიათებელ ნტონაციას.
3.მოსწავლე პასუხობს მარტივ კითხვებს, აღწერს სურათს, გარემოს. იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის, სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.
4.მოსწავლეები აგებენ მარტივ წინადადებებს ლექსიკური ნორმების დაცვით

წინასწარი ცოდნა
1.მოსწავლეებმა იციან რამდენიმე წყლის და ხმელეთის ცხოველი, იციან მათი დამახასიათებელი თვისებები და შეუძლიათ PowerPoint -ში პრეზენტაციის გაკეთება.
2.მოსწავლეებმა წინასწარ იციან გამოსაყენებელი ლექსიკური მასალა და შეძლია მოძიებული რთული ტექსტის გამარტივება, ისე რომ გასაგები იყოს თითოეული მისწავლისათვის.
3. შეუძლით ელექტრონული ფოსტის გამოყენება
შეფასების საგანი და პროცედურები

1.მასწავლებელი აკვირდება  მუშაობის პროცესს პრეზენტაციის შესრულებისას.
2.ყველაზე  მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.
3.მოსწავლეები წერილობითი კომენტარით აფასებენ ყველაზე საინტერესო საკითხს გაკვეთილის განმავლობაში, რისთვისად იყენებენ ელექტრონულ ფოსტას და მასწავლებელს უგზავნიან თავიანთ კომენტარს ინგლისურ ენაზე.
4.ყველაზე აქტიური და წარმატებული მოსწავლე ფასდება მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებით.
საწავლო მასალა და რესურსები



1.ერთი კომპიუტერი
2.პროექტორი.
3. წყლის და ხმელეთის ცხოველებზე მოსწავლეთა მიერ გაკეთებული პრეზენტაციები.( PowerPoint Presentation). Land Animals  და  Underwater World Animals
4. Animals Around Us (ამ გაკვეთილისთვის გაკეთებული ფილმი)
5.დაფა და ცარცი
6. სახელმძღვანელო English World 2 დონე



გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი





1.მისალმება, გაკვეთილზე აღრიცხვის წარმოება -1 წუთი
2.გამოწვევა - 3 წუთი
წინარე ცოდნაზე დაყრდნობით მასწავლებელი სვამს კითხვებს ყლის და ხმელეთის ცხოველებზე  - 1 წუთი
3. შინაარსის რეალიზება - 36 წუთი
მასწავლებელი ბავშვებს აცნობს გაკვეთილის თემას  Animals Around Us’. აჩვენებს ვიდეო რგოლს ცხოველებზე, ბავშვები ამოიცნობენ ხმელეთის და წყლის  ცხოველებს.
  ბიჭები ისაუბრებენ გოგონების მიერ შესრულებულ პროექტზე (წყლის ცხოველებზე), გოგონები- ბიჭების შესრულებულ პროექტზე (ხმელეთის ცხოველებზე)
ელექტრონული ფოსტის გამოყენებით დაწერენ თავიანთ შეფასებას გაკვეთილის შესახებ : რა მოეწონათ ყველაზე მეტად და გადაუგზავნიან მასწავლებელს ელექტრონულ ფოსტაზე
4. შეფასება - 2 წუთი
5. საშინაო დავალება - 2 წუთი
საშინაო დავალება :  მოიძიონ ინფორმაცია მათი საყვარელი ცხოველის შესახებ და მომდევნო გაკვეთილზე  წარმოადგინონ ინდივიდუალურად.



No comments:

Post a Comment