Thursday, May 2, 2013

ცხოველები ჩვენს გარშემო - Animals Around Us



ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი



         პროექტის სახელწოდება:                ცხოველები ჩვენს გარშემო
                                                                  Animals Around Us

         პროექტის ხელმძღვანელი:         ქეთევან კობახიძე   (ინგლისური ენა), 
                                                                       მაია ჟიჟილაშვილი (ისტ მენეჯერი)
         პროექტში მონაწილენი:             VI კლასის მოსწავლეები

         დასაწყისი:       1 აპრილი  2013
         დასასრული:    22 აპრილი, 2013

          პროექტის მიზანი:  

მოსწავლეთა შემოქმედებითი, ფანტაზიის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება. კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება, კოლაბორაცია ერთმანეთთან, პრობლემის გადაჭრის გზების გამონახვის უნარის განვითარება, ურთიერთდახმარება და ურთიერთშეფასება
 VI კლასის    მოსწავლეებმა ინტერნეტში  მოიძიონ ინფორმაცია ხმელეთის და წყლის ცხოველების შესახებ,   გაიგონ მისი შინაარსი, შეძლონ საკუთარი სიტყვებით ცხოველებზე საუბარი, მათი სურათების მოძიება და PowerPoint -ში პრეზენტაციის გაკეთება. ელექტრონულ ფოსტაზე გაკვეთილის შეფასების გადმოგზავნა მასწავლებელთან. ინგლისურ ენაზე ინტერაქცია, კითხვებზე პასუხის გაცემა, სლაიდის აღწერა სინტაქსური მიმართებების, ლექსიკური მარაგის გამოყენება.

           არსებული მდგომარეობა: 
VI კლასის     სახელმძღვანელოში English World 2 მოცემულია გაკვეთილები ხმელეთის და წყლის რამდენიმე ცხოველის შესახებ.მოსწავლეებმა იციან ლექსიკური და გრამატიკული მასალა. რაც გამოადგებათ პრეზენტაციების გაკეთებისას. ისტ-ის გაკვეთილებზე ბავშვებმა ისწავლეს ინტერნეტში ძიება,     word-ში და   PowerPoint-ში მუშაობა, ელექტრონული ფოსტის გამოყენება, პრეზენტაციის ატვირთვა და წერილის მიწერა

               განსახორციელებელი ამოცანები:
       ·     კლასში ტარდება გამოკითხვა ვის რომელი ცხოველი უყვარს.
       ·    ხდება გადანაწილება: ბიჭები გააკეთებენ პრეზენტაციას ხმელეთის ცხოველებზე, გოგონები - წყლის ცხოველებზე, მოიძიებენ შესაბამის ინფორმაციას და შეძლებენ მათზე  საუბარს, გადაუგზავნიან მასწავლებელს ელ-ფოსტაზე  (1-5 აპრილი)
        ·  პროექტ-გაკვეთილისთვის მოხდება საპირისპირო ინფორმაციის მომზადება: ბიჭები -წყლის ცხოველებზე, გოგონები - ხმელეთის ცხოველებზე. (6 - 10 აპრილი)
   ·  მოძიებულ ინფორმაციას ეტაპობრივად დაწერენ და მასწავლებელი გაასწორებს, რათა სწორად ისწავლონ. ამით გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, დაიცავენ ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის, სათანადოდ გამოიყენებენ  ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.(10 – 16 აპრილი)
   ·  მოეწყობა კლასის კონკურსი : „რომელი პრეზენტაცია არის ყველაზე კარგი?“. შეირჩევა ერთი ხმელეთის  ცხოველებზე და ერთი წყლის ცხოველებზე ხმის მიცემით. (17 აპრილი)
   ·  მოხდება შერჩეული პრეზენტაციების დახვეწა. ამისთვის შეირჩევა საუკეთესო პრეზენტაციების შემსრულებელი მოსწავლეები, რომლებიც იმუშავებენ არჩეულ PowerPoint-ის პრეზენტაციაზე (18 აპრილი)
   ·  22 აპრილს ჩატარდება პროექტ-გაკვეთილი

               შედეგები:
1.      მოსწავლეები შექმნიან საინტერესო სასწავლო რესურსებს სლაიდ-შოუს სახით, ამით ისინი განიმტკიცებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
2.      მოსწავლეებს ეცოდინებათ ხმელეთის და ზღვის რამდენიმე ცხოველი და შეძლებენ მათზე საუბარს.
3.      მოსწავლეები შეძლებენ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას მსმენელთათვის   ინგლისურ ენაზე, ამით გამოიმუშავებენ მეტყველების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
4.    გამოიმუშავებენ ინდივივიდუალურ და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს
5.     მოსწავლეებს ეცოდინებათ ელექტრონული ფოსტის გამოყენება

                   შესრულების ვადა:   3 კვირა

               ბიუჯეტი/რესურსები: 
    1.  ერთი კომპიუტერი
    2.  პროექტორი.
   3. წყლის და ხმელეთის ცხოველებზე მოსწავლეთა მიერ გაკეთებული პრეზენტაციები.( PowerPoint Presentation). Land Animals  და  Underwater World Animals
    4.   Animals Around Us (ამ გაკვეთილისთვის გაკეთებული ფილმი)
                http://www.youtube.com/watch?v=Rce6Hd1xF-E&feature=youtu.be
    5.   დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, ფურცლები.
    6.   სახელმძღვანელო English World 2 დონე 
 
                   შეფასება:
        პროექტ-გაკვეთილს შეფასებენ მოსწავლეები და მასწავლებლები პროექტის პროცესის მიმდინარეობისა და შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
პრეზენტაციას განიხილავენ მასწავლებლები და შესაბამისი კათედრები.

პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:      katemasw2@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელის ვებ.გვერდი:    kkobakhidze.blogspot.com